warning
warning

კალათა

ჯამური ფასი: 0b

ახალგაზრდა მწეველების პრევენციისა და დაცვის პროგრამა

RELX-ის მოწოდებაა უზრუნველყოს ხვალინდელი დღის გადაწყვეტილებები. ჩვენ ვავითარებთ და ვქმნით პიონერულ ტექნოლოგიებს და პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია ზრდასრული მწეველის გაძლიერებაზე, როგორც ტექნოლოგიური, ასევე ვიზუალური და ეთიკური მიმართულებებით. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით - დაარსების დღიდან, ჩვენი ვალდებულებაა, რომ თავიდან ავიცილოთ არასრულწლოვანების და არამწეველების მიერ ელექტრონული სიგარეტის გამოყენებას.  ამ ვალდებულების განხროციელებაში ჩვენი "Guardian Programme" გვეხმარება. ეს პროგრამა კომპანიის მასშტაბით წამოწყებული ინიციატივაა, რომელიც გულისხმობს მომხმარებლეთა დაცვას ყველა ეტაპზე: როგორც პროდუქტის შექმნიდან რეალიზებამდე, ასევე საცალო ვაჭრობასთან ერთობლივი ძალისხმევით, ადგილზე მომხმარებლის იდენტიფიკაციასა და სახის ამომცნობი მექანიზმების საშუალებით ასაკის იდენტიფიკაციას.

თუ გსურთ აღნიშნული პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება ან დეტალური პოლიტიკის გაცნობა, გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: COC@RELXTECH.COM

დაცვის პროგრამის ინიციატივები

  • RELX პროდუქტები განკუთვნილია მხოლოდ სრულწლოვანი მწეველებისთვის. შესაბამისად, საკითხი მკაცრად კონტროლირებადია;
  • არასრულწლოვნების მიერ ჩვენი პროდუქციის შეძენისა და გამოყენების პრევენციისთვის, ჩვენ მხარს ვუჭერთ ეფექტურ კანონმდებლობასა და რეგულაციებს;
  • ჩვენი შეფუთვა მოიცავს გამაფრთხილებელ ეტიკეტს: „ეს პროდუქტი შეიცავს ნიკოტინს. ნიკოტინი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას.“
  • ჩვენ პასუხისმგებლობით ვახორციელებთ ჩვენი პროდუქტების რეალიზებას და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ისინი მიმართული იყოს უკვე არსებული სრულწლოვანი მწეველებისაკენ.
  • ჩვენს მარკეტინგულ მასალაში არ ვიყენებთ ანიმაციურ პერსონაჟებს, ახალგაზრდებზე ორიენტირებულ ცნობილ სახეებს ან მოდელებს, რომლებიც 25 წლამდე ასაკის არიან. ჩვენს სარეკლამო მასალები ასევე არ მოიცავს ახალგაზრდებში აქტუალური ცხოვრების წესის რაიმე აქტივობა.
  • ჩვენი მარკეტინგული მასალა შეიცავს სამ ელემენტს: 1. ჯანმრთელობის გაფრთხილება, რომელიც ნებაყოფლობით იბეჭდება ბევრ ქვეყანაში, სადაც ასეთი გაფრთხილებები არ არის მოთხოვნილი კანონით; 2 ჩვენი დაცვის პროგრამის ლოგოს; და 3. გაფრთხილებას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი პროდუქტები განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული მწეველებისთვის.
  • RELX– ის ოფიციალური ვებ – გვერდებზე მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა, რათა არასრულწლოვნებმა ვერ შეძლონ  RELX– ის პროდუქტების ინტერნეტის საშუალებით შეძენა.
  • დაცვის პროგრამის ეფექტური მუშაობისთვის, ჩვენ ვიყენებთ მოწინავე ტექნოლოგიებს.
  • ჩვენს ახალ RELX i მოწყობილობას გააჩნია საკუთარი მობილური აპლიკაცია, რომელიც მოწყობილობის გააქტიურებამდე მოითხოვს მომხმარებლებს ასაკის გადამოწმების პროცესის განხროციელებას. შეძენის მომენტში, თითოეული RELX i მოწყობილობა დაბლოკილია ის მხოლოდ ასაკის დადასტურების შემდეგ აქტიურდება. ჩართულ მდგომარებაში, მომხმარებელს შეუძლია აპლიკაციის საშუალებით გამორთოს მოწყობილობა, რათა თავიდან აიცილოს უნებართვო გამოყენება.
  • ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ დაცვის პროგრამის პოპულარიზაციას დაინტერესებულ მხარეებსა და ბიზნეს პარტნიორებს შორის, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ მისი დადებითი გავლენა.
  • ჩვენს კომერციულ პარტნიორებს ვაწვდით ინფორმაციას, რათა წარმატებით განახორციელონ დაცვის პროგრამა.
  • ჩვენ პირობები გადამყიდველთათვის მოიცავს არასრულწლოვან მომხმარებლებთან დაკავშირებული რეგულაციების მონიტორინგს და მათი შეუსრულებლობოს შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმები.

RELX გუნდი

2019 წლის ნოემბერი