warning
warning

კალათა

ჯამური ფასი: 0b

ჩვენი ჩართულობა

გლობალურად დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა

RELX International- ში ჩვენ პასუხისმგებლობით ვესაუბრებით საცალო მოვაჭრეებს, დისტრიბუტორებს, მომწოდებლებს, ზრდასრულ მომხმარებლებსა და თანამშრომლებს, რათა მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც აღწერს ჩვენს პოზიციებს ამ თუ იმ საკითხთთან დაკავშირებით. ჩვენ ვთხოვოთ დაინტერესებულ მხარეებს,  გაუზიარონ თავიანთი შეხედულებები საჯარო მოხელეებს. ხშირ შემთხვევაში, ამ პერსპექტივებს სავაჭრო, ინდუსტრიული და სათემო ორგანიზაციების მეშვეობით ვაზიარებთ.

ჩვენი წევრობა ორგანიზაციებში

RELX International არის მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციის წევრი, რომლებიც ორიენტირებულია ისეთ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ბიზნესსა და ინდუსტრიაზე. ეს ორგანიზაციები მოიცავს სავაჭრო ასოციაციებსა და სხვა საწევრო ორგანიზაციებს. ისინი ეწევიან ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა საგანმანათლებლო ინიციატივები; პროფესიული განვითარება და ტრენინგები; საზოგადოებრივი პოლიტიკის კვლევა და ურთიერთობები. თითოეული ორგანიზაცია, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, მათ შორის სავაჭრო ასოციაციები და სხვა საწევრო ორგანიზაციები, მისაღები სამართლებრივი რეპუტაციით სარგებლობენ.

ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ ფინანსურად ვეხმარებით მესამე მხარის ორგანიზაციებს და ასე გამოვხატავთ მხარდაჭერას. გარდა ამისა, ამ ორგანიზაციებში ჩვენი თანამშრომლობი ჩართულები არიან მოხალისეობრივი ფორმატით. მაგალითად, მსახურობენ კომიტეტსა ან მრჩეველთა საბჭოში. ჩვენთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე მოსაზრებების გაზიარების და იდეების გაცვლისთვის, ჩვენ ვაფასებთ ჩვენი თანამშრომლების მოხალისეობრივ მონაწილეობას, რომლებიც, როგორც წესი, ფორუმის წევრები არიან. ქვემოთ მოცემულია იმ ასოციაციებისა და პოლიტიკაზე ორიენტირებული ორგანიზაციების სია, რომელთა წევრიცაა RELX International:

ამ ორგანიზაციების პოლიტიკის, შიდა გამჭვირვალობისა და გაზიარების სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, ჩვენი მხარდაჭერა და წევრობა შეიძლება გამოქვეყნდეს მათ ოფიციალურ ვებ – გვერდებზე.

თუ რომელიმე ორგანიზაცია, რომლის წევრიცაა RELX International, გაატარებს ისეთ საჯარო პოლიტიკას, რომელსაც არ ვეთანხმებით, ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ან არ ავირჩიოთ ადვოკატირება ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ ამ ორგანიზაციაში ჩვენი წევრობის გაგრძელება არაპრაქტიკულია, ჩვენ დავასრულებთ თანამშრომლობას.  

RELX International რჩება ერთგული გლობალური ჩართულობის შენარჩუნებისა და გაფართოების მიზნით, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ეთიკური ნორმებისა და პასუხისმგებლობის შენარჩუნება.